სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, რუსთავი 2-თან კომენტარი ყოფილმა მეუღლემ, ნელი დორაყაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, მას ფიზიკური დაზიანებები ნიკამ მიაყენა, ყოფილი მამამთილი კი ემუქრებოდა.
“არანაირ კავშირში არ ყოფილა ამ ინციდენტთან ქონებრივი დავა. დასრულებული გვქონდა ქონებრივი დავის საკითხი დიდი ხნის წინ. მოლაპარაკებით დავასრულეთ.
ბავშვს მივაკითხე წამოსაყვანად. დაპირისპირების მიზეზი ჩემთვის გაუგებარია, უბრალოდ მივაკითხე ჩემს შვილს წამოსაყვანად. ექსპერტიზა ჩამიტარდა. გირაოთი რომ გამოუშვებდნენ, არ ველოდი,” – განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა კურიერთან.