ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ წერს:
„დღეს ამ ამბავმა ქართული საზოგადოება დილიდან ააღელვა, გააკვირვა, კორონა დაავიწყა, ერთმანეთს დააპირისპირა, FB კომენტარებში აჩხუბა. ნუ, ეს ახალი არ არის. ბევრს იმედი გაუცრუა და ათქმევინა, რომ ბასილაშვილს ტვ-ში აღარ ნახავს და იმ დროის დაკარგვასაც ნანობს, რაც ნიკოლოზის გულშემატკივრობაზე დახარჯა.
უმრავლესობას წაკითხულის დაჯერება არ სურდა. ყველამ ინფოს მოძიება დაიწყო. ძველ სატელევიზიო ინტერვიუებში სპორტსმენის მეუღლის მიმართ დამოკიდებულებაზე გაკეთდა აქცენტი.
ინტერესი დიდია და ეს გასაკვირი არაა. მოსმენილი და წაკითხული მძიმეა. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება, თუ სასამართლო ბასილაშვილს დანაშაულს დაუმტკიცებს.... ძალადობას გამართლება არ აქვს. ქალზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება. ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, მაგრამ დაისაჯოს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ბასილაშვილი მოძალადე არ იყოს..“- წერს ჟურნალისტი.