logo_geo
eng_logo
მაია ბუწაშვილი: ჯერ შორს ვართ, რომ COVID19-ის პანდემია დასრულებულად გამოცხადდეს
- +

25 მაისი. 2020. 02:15

 

 

ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ COVID19-ის პანდემიას დასრულებაზე საუბარი ადრეა.

 

პანდემიის გამოცხადება ხდება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. მაგალითად H1N1-ის პანდემია ერთ წელი იყო და შემდეგ ჯანმო-მიერ გამოცხადდა დასრულებულად. პანდემია ცხადდება მაშინ როცა დაავადება ბევრ ქვეყანაშია და სხვადასხვა კონტინენტზე. პანდემია დასრულებულად გამოცხადდება მაშინ, როცა სრულად კონტროლირებადი იქნება. კერძოდ, როცა შემთხვევების რაოდენობა ერთეული იქნება და ახალი ცხელი კერები აღარ წარმოიქმნება. დღეს კორონავირუსი ბევრ ქვეყანაში აღმავლობის რეჟიმშია. ჯერ შორს ვართ რომ პანდემია დასრულებულად გამოცხადდეს. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდემია კონტროლირებადია, მაგრამ როცა ეს ქვეყნები საზღვრებს გახსნიან, ვირუსის ახალი ტალღების და გავრცელების რისკი ისევ იარსებებს“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.

 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 730 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 522 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3614 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 316.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner