საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
2020 წლის 25 მაისიდან იტალიის რესპუბლიკაში ქ. რომში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური განაახლებს მოქალაქეთა მიღებას.
მოქალაქეთა მიღება იწარმოებს მხოლოდ წინასწარი ჩაწერით („ვიზიტის“ დანიშვნა).
ვიზიტზე ჩაწერილმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები: მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს);
მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან);
მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) ან იყო მჭიდრო კონტაქტში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან;
საკონსულოში მომსახურების მისაღებად, მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, პირბადე ან დამცავი ფარი);
მოქალაქე ვალდებულია საკონსულოში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება;
მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან მჭიდრო კონტაქტს;“