logo_geo
eng_logo
მედეა შაფათავა: სანამ პირადი ემოციის გამო შეეცდები ბიჭს დაკავება და ნასამართლეობა შეტენო, ცოტა უნდა დაფიქრდე!
- +

25 მაისი. 2020. 02:13

 

 

მედეა შაფათავა ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ ცოლს მიმართავს:

 

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დღევანდელ ამბავს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი და ჩოგბურთელია და ამ სპორტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მთელს ოჯახს.

 

მინდა როგორც ქალმა და როგორც დედამ მივმართო ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს: როცა სასწორზე დგას ადამიანის მსოფლიო დონის კარიერა, როცა შენი ყოფილი მეუღლე ქვეყნის პირველი ჩოგანი და საამაყო სახეა, და სულ რომ ყველაფერს თავი გაანებო და შენი სამი წლის შვილის მამაა, ცოტა უნდა დაფიქრდე, სანამ პირადი ემოციის გამო სასწორზე დადებ მის იმიჯს, საქვეყნოდ შეეცდები შეულახო სახელი და ყველაზე მთავარი: შვილის მამის სამომავლო კარიერის განვითარებას შეუშალო ხელი. ბიჭს დაკავება და ნასამართლეობა შეტენო (დიახ, ასეთი უხეში სიტყვით) და ეჭვქვეშ დააყენო მისი კარიერის განვითარების შესაძლებლობა. ვინც იცის სპორტი და კერძოდ ჩოგბურთი რა ჯოჯოხეთური შრომაა და რა ფასად მოდის წარმატება და აღიარება, ყველა გაგკიცხავს! ყველა! მათ შორის მეც.

 

ძალიან მეწყინა. ნებისმიერ ოჯახში ხდება დაპირისპირება. არც მე ვარ გამონაკლისი. მაგრამ საკუთარ თავში უნდა გამონახო ძალა და საკუთარი შვილის და საკუთარი ღირსების გამოც თავი შეიკავო მსგავსი ქმედებისგან. გირაო კი არ უნდა შეეფარდოს, საჯაროდ უნდა გამოხვიდე და ბოდიში მოიხადო. 100 000 ლარის გირაო, ის კოლოსალური თანხაა, რომელსაც ნიკა კარიერის განვითარებისთვის სასწაულად სასიკეთოდ გამოიყენებდა და არაერთხელ ასახელებდა ქვეყანას! (თუმცა მჯერა, მას წინ კიდევ უამრავი წარმატება ექნება!)

 

მე სოლიდარობას ვუცხადებ ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილს, მიუხედავად ჩემი უძლიერესი ქალური სოლიდარობის და მწარე გამოცდილების.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner