logo_geo
eng_logo
ერთხელ, მამა გაბრიელმა, სამთავროს მონასტრის დედებს დაუსვა ასეთი შეკითხვა...
- +

18 ივნისი. 2016. 23:28



ერთხელ მამა გაბრიელმა სამთავროს მონასტრის დედებს დაუსვა ასეთი შეკითხვა:


- მითხარით რას ნიშნავს ლოცვა ცოდვად შეერაცხა?


-ალბათ, არასწორად ილოცა - უპასუხეს დედებმა.


-არა, სწორად ილოცა - უთხრა ბერმა.


-ალბათ, გულით არ ილოცა..


-არა, გულით ილოცა.


-ალბათ, ლოცვის დროს გონება გაურბოდა..


-მომინდომეთ ახლა თქვენც წმინდანობა, გონებადაფანტულობა რომ არა გქონდეთ.

დედებმა სთხოვეს თვითონვე განემარტა, რას ნიშნავდა ლოცვა ცოდვად შეგერაცხაო.


- ახლავე გეტყვითო - უპასუხა ბერმა.


ამ დროს შემოვიდა მასთან ერთი მორწმუნე კურთხევის ასაღებად. მამა გაბრიელმა სთხოვა რაღაცის გაკეთება. მან კი უპასუხა: ახლა არ შემიძლია, მერე ვნახოთო.


- ახლა ეგ წავა და ხუთი საათი ილოცებს, მაგრამ ღმერთი მოუსმენს მე რომ არ დამეხმარა?! თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ამდენი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგერაცხებათ. თუ შენს ლოცვას კეთილი საქმე არ მოსდევს, ასეთი ლოცვა მკვდარია, - უთხრა დედებს მამა გაბრიელმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner