logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენი საკმარისად გონებამახვილი არ არის იმისთვის, რომ პრეზიდენტი იყოს, მან, მაგალითად, ისიც კი არ იცის, რომ ცოცხალია
- +

25 მაისი. 2020. 11:57

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მის მეტოქე ჯო ბაიდენი არ არის საკმარისად გონებამახვილი იმისთვის, რომ პრეზიდენტი იყოს. „მან ისიც კი არ იცის, რომ მაგალითად ცოცხალია. წარმოიდგინეთ. მე ვეწინააღმდეგები ისეთ ვინმეს, ვინც უმარტივეს შეკითხვებსაც ვერ პასუხობს“,- განაცხადა ტრამპმა WJLA-TV-სთან ინტერვიუს დროს.

 

ჟურნალისტმა ამერიკის ლიდერს სთხოვა, დაესახელებინა ჯო ბაიდენის თუნდაც ერთი დადებითი მხარე, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ვერ იხსენებს.

 

„კარგით, ვიტყოდი გამოცდილებას, მაგრამ სინამდვილეში გამოცდილებაც არ აქვს, იმიტომ, რომ მას ისიც არ ახსოვს, გუშინ რა გააკეთა. აბა, რა გამოცდილებაა? ის დიდი ხანია აქაა, და არავინ იცნობს როგორც ჭკვიან ადამიანს. რაც შეეხება სისუსტეებს, ვერ გეტყვით. ძალიან ბევრია და მთელი დღე ამაზე ვერ ვილაპარაკებ“, - განაცხადა ტრამპმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner