logo_geo
eng_logo
ლეონარდო დი კაპრიო „ოსკარის“ მფლობელია - მსახიობის სიტყვა და ემოციები
- +

29 თებერვალი. 2016. 11:30



„ოსკარების" დაჯილდოების 88-ე ცერემონია ტრიუმფით დასრულდა ფილმებისთვის „რევენანტი" და „შეშლილი მაქსი".


„რევენანტმა" მთავარ ნომინაციებში გაიმარჯვა და ჯამში 3 ჯილდო მიიღო 12 ნომინაციიდან, ხოლო „შეშლილი მაქსი" გამარჯვებული გახდა თითქმის ყველა ტექნიკურ ნომინაციაში. მან ჯამში 10 შესაძლებლიდან 6 ჯილდო მოიპოვა.


რაც შეეხება მთავარ კატეგორიებს: წლის ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა „სფოთლაითი", წლის რეჟისორის კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა „რევენანტის" რეჟისორმა ალეხანდრო ინიარიტუმ, წლის მსახიობი მამაკაცის ჯილდო ერგო ლეონარდო დი კაპრიოს ფილმისთვის „რევენანტი", წლის მსახიობი ქალისთვის კი პრიზი გადაეცა ბრი ლარსონს ფილმისთვის „ოთახი".


გამორჩეული იყო წლის ანიმაციური ფილმის კატეგორიაც, რომელშიც „თავდაყირამ" მოიპოვა მთავარი პრიზი.


წლის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში უნგრულმა ფილმმა „საულის ვაჟმა" გაიმარჯვა, წლის საუნდტრეკის კატეგორიაში ჯილდო გადასცეს ბრიტანელ მომღერალ სემ სმითს ჯეიმს ბონდის ბოლო ფილმისთვის შექმნილი სიმღერისთვის, ხოლო წლის ორიგინალური მუსიკის ჯილდო 87 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა ენიო მორიკონემ აიღო.



 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner