logo_geo
eng_logo
ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა სოხუმში ან თბილისში შეხვედრის სურვილი გამოთქვეს
- +

18 ივნისი. 2016. 23:30



ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ნეიტრალური ტერიტორიის ნაცვლად სოხუმში ან თბილისში შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. საუბარია სამუშაო შეხვედრებზე, რომელიც ევროპის საბჭოს ინიცირებითა და მედიაციით, ნდობის აღდგენის ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში, 2015 წლიდან ქართულ-აფხაზური მხარეებს შორის იმართება.


შეხვედრები ეხება საარქივო მასალების მართვა-მენეჯმენტთან დაკავშირებულ საორგანიზაციო ღონისძიებებს, აგრეთვე პროექტის - „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად" ფარგლებში ქართულ-აფხაზური ერთობლივი გამოცემის მოსამზადებელ სამუშაოებს, რაც მრავალტომეული მონოგრაფიის გამოცემაში უნდა იქნეს გამოხატული.


ამ მომენტისათვის უკვე შეთანხმებულია და გამოსაცემად მზადდება პუბლიკაციის პირველი სამი ტომი, რომელთაგანაც თითოეული შედგენილ იქნება მხარეების მიერ ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთშეთანხმების რეჟიმში მოძიებული და დამუშავებული მასალების საფუძველზე, ხოლო მესამე ენციკლოპედიური ხასიათის ტომი გააერთიანებს როგორც უშუალოდ გამოცემაში უკვე არსებულ, აგრეთვე შემოდგომ ეტაპზე გამოსაქვეყნებელ თემატურ მასალებს",- აცხადებენ შსს-ში.


რაც შეეხება ზემოთხსენებულ სურვილს, როგორც „აქცენტს" შსს-ში განუცხადეს, მხარეების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა მსგავსი სურვილი, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე სახის კონკრეტული გადაწყვეტილება მუღებული არ არის.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner