logo_geo
eng_logo
მიხაილ მიშუსტინი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, საზღვარგარეთ დასვენება არ დაგეგმონ
- +

25 მაისი. 2020. 18:00

 

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ მოგზაურობის დაგეგმვისგან, რადგან ვირუსის გავრცელების მინიმალური რისკებიც უნდა გამოირიცხოს.

 

„დიახ, გარკვეული წინსვლა მიღწეულია კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ კორონავირუსული ინფექცია შემოტანილი იქნა საზღვარგარეთიდან, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, თავი შეიკავოთ უცხოეთში ტურისტული მოგზაურობისგან“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

მისი თქმით, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ხალხმა საკუთარ არდადეგებზე ფიქრი დაიწყო. როგორც მიშუსტინმა აღნიშნა, ბევრი ქვეყნისთვის ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ არაერთმა მათგანმა ტურისტების მიღების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ვერავინ მისცემს ტურისტს გარანტიას, რომ არ დაინფიცირდება.

 

„გთხოვთ, ნუ აჩქარდებით. რამდენიმედღიანი დასვენების გამო შესაძლოა, ძალიან დიდი ფასის გადახდა მოგიწიოთ“, - აღნიშნა მიშუსტინმა.

 

ცნობისთვის, რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება. რუსულმა დამოუკიდებელმა მედიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი სავარაუდოდ მკვეთრად აღემატება ქვეყნის ოფიციალურ მონაცემებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner