logo_geo
eng_logo
ლუიზა ვიტონმა რუხის საავადმყოფოს ელექტრონული თერმომეტრები და სანიტარიული საშუალებები გადასცა
- +

25 მაისი. 2020. 18:09

 

 

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვიტონმა რუხის საავადმყოფოს ელექტრონული თერმომეტრები და სანიტარიული საშუალებები გადასცა. ვიტონი ასევე შეხვდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, ნინო ვიბლიანს, რომელმაც გაეროს პროგრამების ხელმძღვანელს რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ვიტონის განცხადებით, საქართველო კარგად ართმევს თავს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს, იმ შრომისა და თავდადებისათვის რომელიც ამ პერიოდში გამოიჩინეს, მადლობა საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ფაქტიურად ჩვენ დღეს რაც საავადმყოფოში ჩამოვიტანეთ იმდენად საჭირო არ არის, პრევენციული საშუალებებით ხერხდება, რომ მოსახლეობის ინფიცირება იყოს დაბალ მაჩვენებელზე. ჩვენ დღეს რუხის საავადმყოფოს გადავეცით ციფრული თერმომეტრები, ასევე სანიტარიული საშუალებები“, - განაცხადა ლუიზა ვიტონმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner