logo_geo
eng_logo
ევროპაში კორონავირუსით დაავადებულს ფილტვი გადაუნერგეს
- +

25 მაისი. 2020. 18:17

 

 

ავსტრიელმა ქირურგებმა კორონავირუსით დაავადებულისთვის ფილტვის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს.

 

პაციენტი 45 წლის ქალია, რომელსაც კორონავირუსი დაახლოებით 8 კვირის წინ დაუდგინდა. დაავადებამ იმდენად დააზიანა ავადმყოფის ფილტვები, რომ ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატიც კი აღარ შველოდა.

 

ინფორმაცია წარმატებული ოპერაციის შესახებ 25 მაისს ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აქვე აღნიშნულია, რომ ასეთი ოპერაცია პირველია ევროპაში. დონორი ორგანოები ნიდერლანდებიდან სპეცტრანსპორტით ჩაიტანეს.  ოპერაციისშემდგომი ანალიზებით, პაციენტის ორგანიზმში კორონავირუსის ნაწილაკები ჯერ კიდევ არის, თუმცა, იმდენად უმნიშვნელო რაოდენობით, რომ ტესტები უარყოფით პასუხს იძლევიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner