პარტიის „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„საგანგებო განცხადება!
როგორც გვაცნობეს მოსახლეობაში დადიან გაურკვეველი ჯგუფები, რომლებიც ყალბ ბლანკებზე ხელს აწერინებენ მოსახლეობას. ეს გახლავთ მიზანმიმართული ხელის შეშლა და პროვოკაცია.
მინდა განვმარტო, რომ თუ არ არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბლანკი, მაშინ ეს გახლავთ სიყალბე."- აღნიშნავს ბრეგაძე.