logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტს შეხვდა
- +

25 მაისი. 2020. 18:33

 

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა.

 

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს დისტანციური სწავლების მიმდინარეობა და ხარისხი, ისაუბრეს პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებზე.

 

აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები მუშაობდნენ კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებთან. თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, აკადემიური წრეების ჩართულობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აღჭურვის პარალელურად მომზადდება, როგორც საუნივერსიტეტო კლინიკა.

 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა - გაიხსნა ევროპული სტანდარტების, 200 სტუდენტზე გათვლილი ახალი საცხოვრებელი,  ექსპლუატაციაში შევიდა  თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი სინქრონული თარგმანის ლაბორატორია, აშენდა ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი.

 

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურული პროექტების დინამიკა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში არ უნდა შეიქმნას შეფერხებები.

 

შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი და უნივერსიტეტის რექტორი ესწრებოდნენ.

 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეპიდემიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით წარმატებით მიმდინარეობს ელექტრონული სწავლება, მოქმედებს ელექტრონული პლატფორმა.

 

მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის არცერთ სტუდენტს პანდემიის პერიოდში გადაუხდელობის გამო, არ შეჩერებია სტუდენტის სტატუსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner