logo_geo
eng_logo
სისხლის უანგარო დონაციის აქცია, ამჯერად, ხელვაჩაურში გაიმართა
- +

25 მაისი. 2020. 20:35

 

 

აქციაში მონაწილეობას როგორც ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე ადგილობრივებიც იღებენ. მსგავსი აქცია რამდენიმე დღის წინ ქედის მუნიციპალიტეტშიც გაიმართა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ორგანიზებით გამართულ აქციაში სისხლის უანგაროდ ჩაბარების მსურველთა რაოდენობა დიდი იყო.

 

მინდა, ყველა დონორს მადლობა გადავუხადო, დონორობა საპატიო და ღირსეული საქმეა, როდესაც იცი, შენ მიერ გაღებული სისხლით ადამიანის სიცოცხლე უნდა გადაარჩინო. აქტივობა როგორც ქედაში, ასევე ხელვაჩურის მუნიციპალიტეტშიც საკმაოდ მაღალია, ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე სისხლის მარაგს შევავსებთ“, – განაცხადა ლაშა კვანტალიანმა.

 

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციითა და მმართველი პარტიის მხარდაჭერით, სისხლის უანგარო დონაციის აქციას ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი ატარებს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner