logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ვერა წიგნაძის გარდაცვალების გამო...
- +

19 ივნისი. 2016. 00:22


საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველი ბალერინას ვერა წიგნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.



„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი ბალერინას - ქალბატონ ვერა წიგნაძის გარდაცვალების გამო.

 

ვერა წიგნაძე იყო მე-20 საუკუნის ქართული კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საბალეტო ხელოვნების განვითარებაში. ის იყო ლეგენდარული ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი და ამით ყველაფერია ნათქვამი.

 

ვერა წიგნაძის ცეკვა წლების განმავლობაში აღტაცებას იწვევდა ქართველ თუ უცხოელ მაყურებლებში. ის ჩვენი ქვეყნის სიამაყე იყო.

 

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ვერა წიგნაძის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს."

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner