logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ბასილაშვილი რეპუტაციის შელახვისთვის ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს
- +

25 მაისი. 2020. 20:55

 

 

ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდება სასამართლოში არ დადასტურდება, ისინი სპორტსმენის შელახული რეპუტაციის აღდგენისთვის სამართლებრივ დავას დაიწყებენ.

 

ირმა ჭკადუა „ინტერპრესნიუსთან საუბარში გამორიცხავს ნიკოლოზ ბასილაშვილისგან მის ყოფილ მეუღლეზე ძალადობას და აღნიშნავს, რომ თუკი მეორე მხარეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინონ. ადვოკატი ასევე გამორიცხავს ბასილაშვილის შვილზე მისი მშობლების მხრიდან ძალადობის ფაქტს.

 

როგორ წარმოგიდგენიათ, ერთადერთ შვილიშვილზე, რომელზეც მზე და მთვარე ამოსდით, როგორ შეიძლება ბებიამ და ბაბუამ იძალადოს? ეს ვინმეს სჯერა? თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება არ დაუდასტურდება და ის გამართლდება, ჩვენ დავიწყებთ დავას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რათა აღვადგინოთ ნიკოლოზ ბასილაშვილის შელახული რეპუტაცია“, - განაცხადა ჭკადუამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner