logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: წარმატებულ მენეჯერს პერიოდულად ჭორებს უვრცელებენ... მორიგი ტალღა ააგორეს ორღობის ჭორიკანა პოლიტიკანებმა
- +

25 მაისი. 2020. 21:18

 

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ე.წ. ფეიკნიუსების გავრცელების წინააღმდეგ გამოდის და საქართველოს პრემიერ- მინისტრის, გიორგი გახარიას შესახებ წერს, რომლის შესახებაც გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, საზოგადოება ტყუილის მსხვერპლი არაერთხელ გამხადარა.

 

წარმატებულ მენეჯერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას პერიოდულად ჭორებს უვრცელებენ მისი ოპონენტები და გუნდის ყოფილი წევრები.

 

ხომ გახსოვთ გახარიაზე ორკესტრირებული ნაცკამპანია - პრემიერად არ ინიშნებაო, ისაო, ესაო.

 

ახლაც მსგავსი მორიგი ტალღა ააგორეს 4%-იანმა "ფორმულებმა"და ორღობის ჭორიკანა პოლიტიკანებმა.

 

დამშვიდდით, გახარია არსად მიდის. არც ივანიშვილი გაებუტა და არც ვაშინგტონიდან მოდის მისი გადაყენების მოთხოვნები.

 

ყველაფერი ეს არის დაბოღმილთა ფანტაზიები, თვითლუსტრირება.

 

იცით რას მაგონებს? ერთ-ერთ ჭორიკანა სააგენტოს ჰქონდა "უტყუარი" ინფორმაციაა, რომ საქართველოში ამერიკის ელჩად ინიშნებოდა ალექსანდრ ვერშბოუ. გავიდა ხანი და ვნახეთ თუ ვინ დაინიშნა 3 თვის წინათ.

 

ასე რომ ნუ ენდობით ურეიტინგო 'ფეიკნიუსერებს'!

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner