ანალიტიკოსი გია აბაშიძე ე.წ. ფეიკნიუსების გავრცელების წინააღმდეგ გამოდის და საქართველოს პრემიერ- მინისტრის, გიორგი გახარიას შესახებ წერს, რომლის შესახებაც გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, საზოგადოება ტყუილის მსხვერპლი არაერთხელ გამხადარა.
„წარმატებულ მენეჯერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას პერიოდულად ჭორებს უვრცელებენ მისი ოპონენტები და გუნდის ყოფილი წევრები.
ხომ გახსოვთ გახარიაზე ორკესტრირებული ნაცკამპანია - პრემიერად არ ინიშნებაო, ისაო, ესაო.
ახლაც მსგავსი მორიგი ტალღა ააგორეს 4%-იანმა "ფორმულებმა"და ორღობის ჭორიკანა პოლიტიკანებმა.
დამშვიდდით, გახარია არსად მიდის. არც ივანიშვილი გაებუტა და არც ვაშინგტონიდან მოდის მისი გადაყენების მოთხოვნები.
ყველაფერი ეს არის დაბოღმილთა ფანტაზიები, თვითლუსტრირება.
იცით რას მაგონებს? ერთ-ერთ ჭორიკანა სააგენტოს ჰქონდა "უტყუარი" ინფორმაციაა, რომ საქართველოში ამერიკის ელჩად ინიშნებოდა ალექსანდრ ვერშბოუ. გავიდა ხანი და ვნახეთ თუ ვინ დაინიშნა 3 თვის წინათ.
ასე რომ ნუ ენდობით ურეიტინგო 'ფეიკნიუსერებს'!“