logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი 1-ელი ივლისიდან მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებას დაიწყებს
- +

25 მაისი. 2020. 23:05

 

 

პირველი ივლისიდან ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებას დაიწყებს , - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე განაცხადა.

 

ჩვენ გვაქვს დათქმული ვადა, ეს ივლისია და ამ ვადის შეცვლას არ ვაპირებთ. საუბარია ისტორიულ შესაძლებლობაზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმა გვაძლევს და ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება“ , - განაცხადა მან.

 

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარადგინა. გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენიტეტს უჭერს მხარს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner