logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეო: აშშ-სა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ
- +

26 მაისი. 2020. 01:45

 

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აშშ-ის მთავრობის სახელით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

აშშ-სა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზეა დაფუძნებული. აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. აშშ აფასებს საქართველოს ინვესტიციას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში ნატოს მისიის ფარგლებში. ქართველი ჯარისკაცები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს ვცემთ ქართველებს, რომლებმაც ამდენი მსხვერპლი შესწიეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. მომდევნო წელს ჩვენ ველოდებით ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამდიდრებას, რადგან საქართველო რეფორმებს ახორციელებს, რომლებიც მის დემოკრატიულ პროცესებსა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ მხარდაჭერილ კანონის უზენაესობას აძლიერებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის ძალისხმევას. მსგავსი კრიზისი ჩვენ გვახსენებს ამერიკელი და ქართველი ხალხების მეგობრობის ნამდვილ სიღრმესა და ღირებულებას“, - ნათქვამია მაიკ პომპეოს წერილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner