logo_geo
eng_logo
ლატვიის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- +

26 მაისი. 2020. 02:08

 

 

 

ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

ლატვიის მთავრობისა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ვიდეომიმართვა მომზადდა, რომელშიც ლატვიის მთავრობის მეთაური ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურთიერთმხარდაჭერასა და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას.

 

მე, ჩემი მთავრობა და ჩემი ქვეყანა გულწრფელად ვულოცავთ ქართველებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ლატვიასა და საქართველოს მრავალწლიანი მჭიდრო და თბილი ურთიერთობა აკავშირებს. მე მჯერა, რომ ეს ურთიერთობა უფრო გაღრმავდება, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო. დღეგრძელობა საქართველოს! ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სრულიად საქართველოს მცხოვრებლებს"- აცხადებს კრიშიანის კარიშნი.

 

ამავე ვიდეორგოლში ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხო მიმართვა, სადაც დავით ზალკალიანი მადლობას უხდის ლატვიას საქართველოს მხარდაჭერისთვის.

 

დიდი მადლობა ლატვიის რესპუბლიკას მეგობრობისა და მხარში დგომისთვის! ლატვიელ და ქართველ ხალხს გვაკავშირებს დიდი სიყვარული და მეგობრობა. ჩვენ ერთად ვიბრძოდით თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის და კარგად ვიცით მისი ფასი! ამ პროცესში ერთმანეთის თანადგომა მნიშვნელოვანია", - აცხადებს დავით ზალკალიანი.

 

ლატვიელ და ქართველ ხალხს ასევე მიმართავს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner