logo_geo
eng_logo
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პოლონელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ, უჭერენ და მომავალშიც მხარს დაუჭერენ ქართველ მეგობრებს
- +

26 მაისი. 2020. 02:55

 

 

 

მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ, უჭერენ და მომავალშიც მხარს დაუჭერენ ქართველ მეგობრებს დემოკრატიული ფასეულობების არჩევაში და დასავლური სამყაროსადმი მათი კუთვნილების განმტკიცებაში“, - ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაცეკ ჩაპუტოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ მისალოც წერილში წერს.

 

მისი თქმით, პოლონელი ერი უცვლელად უჭერს მხარს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროპული გზა, რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება, არამხოლოდ ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციისკენ მიგვიყვანს, არამედ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამხრეთ კავკასიაში ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციების განმტკიცებაში.“

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იაცეკ ჩაპუტოვიჩი ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს და ქართველ ხალხს გულითადად ულოცავს ეროვნულ დღესასწაულს და კეთილდღეობას უსურვებს საქართველოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner