ილჰამ ალიევის ოფიციალურ წერილს სააგენტო „ტრენდი“ აქვეყნებს.
„მინდა აზერბაიჯანელი ხალხის სახელით მოგილოცოთ თქვენ და აზერბაიჯანის მეგობარ ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული და გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები. ვიმედოვნებ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობა საერთო ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება. აზერბაიჯანელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხის ამ რთულ პერიოდში, როდესაც კაცობრიობა კოვიდ 19-ის პანდემიის წინაშე აღმოჩნდა. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატებები, ქართველ ხალხს კი- მუდმივი კეთილდღეობა“, -ნათქვამია წერილში.