logo_geo
eng_logo
ნათია თურნავამ ჩეხეთის ელჩთან საქართველოში ტურიზმისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა განიხილა
- +

26 მაისი. 2020. 10:05

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში პეტერ მიკისკას შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე.

 

ნათია თურნავამ ჩეხეთის ელჩს გააცნო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ტურიზმის ინფრასტრუქტურაში ჯანმრთელობისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციების გაიდლაინების იმპლემენტაციისკენ, რამაც ქვეყანას ტურისტების უსაფრთხო მომსახურების შესაძლებლობა უნდა მისცეს. მინისტრის თქმით, საქართველო პირველი ივლისიდან გეგმავს საერთაშორისო მოგზაურებს უმასპინძლოს, მანამდე კი აქტიურად მიმდინარეობს მზადება საიმისოდ, რომ ტურიზმის მომსახურების ყველა ეტაპზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები.

 

ჩეხეთის ელჩმა პეტერ მიკისკამ დადებითად შეაფასა ის ქმედებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გადადგა, რითაც საქართველოს გამოცდილება ბევრი ქვეყნისთვის გახდა სანიმუშო.

შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნისა და სამოგზაურო პროტოკოლების ამოქმედების მნიშვნელობის შესახებ, რომლებიც ორივე ქვეყნის ვიზიტორებს უსაფრთხო მოგზაურობის შესაძლებლობას მისცემს.    

 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner