logo_geo
eng_logo
გიორგი კეკელიძე: აფხაზეთში დაბრუნებისას, იმ ხალხთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება და ერთ გამარჯობას ნუ დავამადლით!
- +

19 ივნისი. 2016. 00:57


 

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მიმართავს:


 

„მეგობრებო, ყველაზე სწრაფი და საოცნებო შედეგის შემთხვევაშიც კი (ვთქვათ, კრემლი ჩამოიშალა) აფხაზეთში დაბრუნებისას, ჩვენ იმ ხალხთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება და ერთ გამარჯობას, თან ასე აგრესიულად, ნუ დავამადლით. მე შევხედრივარ იქაურ მწერლებს და ასეთი გზავნილები კიდევ და კიდევ უფრო გვაშორებს იმ ადამიანებს. ნურც ფსბ-ს ნაკარნახევ  „პასუხს" გამოეკიდებით. არ მინდოდა ამ თემას გამოვხმაურებოდი, მაგრამ საკითხმა ლამის კომიკური სახე მიიღო.

 

p.s. ახლა ოთხოზორიას მკვლელობაზე ნაკლებ წყენას ან ნაკლებ პატრიოტიზმს ნუ დამაბრალებთ, გეხვეწებით. არც თქვენ გაბრალებთ, უბრალოდ ხედვის რაკურსს გიწუნებთ..."



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner