logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: რა პრიმიტივებიც ხართ, „ნაცებო“ - იმ დონეზე დავიდა თქვენი შავი პიარიც!
- +

19 ივნისი. 2016. 01:11



უმრავლესობის წევრი  ოთარ ჩრდილელი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარმოდგენილ სქემას კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით თუ როგორ ჩაურიცხა კალაძემ ფული სპორტსმენესბ, ასე აფასებს:



„მოკლედ, „ნაცმოძრაობა"  ჩარჩა-გივი თარგამაძე, რომ სქემებს ხატავდა-შევარდნაძის დაისის ეპოქაში, იმ დროში...

 

დააკვირდით, მეტი დინამიკისათვის „კალა კაპიტალი" ინგლისურად უწერიათ, „ალფა ბანკი" რუსულად, რომ ვითომ ოფშორი და რუსული ფული აღრეული იყოს... ყოველი შემთხვევისათვის იქვე კრიმ-ავტორიტეტიც მიაწერეს, კალაძეს ხომ უნდა მოსცხონ, შავი ლაქა დამატებით...

 

ბოდიში, მაგრამ (კალაძისთვის) ამხელა უზარმაზარი თანხა, მთელი 10 ათასი- „ქეშად"  უფრო ადვილი მისაცემი არ იყო?! ვიდრე ბანკები და „ვალაკიტა"?!

 

უკვე რა პრიმიტივებიც ხართ, ნაცებო-იმ დონეზე დავიდა თქვენი შავი პიარიც...

 

P.S. არ გეშველებათ არაფერი, მატყუარებო..."

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner