უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარმოდგენილ სქემას კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით თუ როგორ ჩაურიცხა კალაძემ ფული სპორტსმენესბ, ასე აფასებს:
„მოკლედ, „ნაცმოძრაობა" ჩარჩა-გივი თარგამაძე, რომ სქემებს ხატავდა-შევარდნაძის დაისის ეპოქაში, იმ დროში...
დააკვირდით, მეტი დინამიკისათვის „კალა კაპიტალი" ინგლისურად უწერიათ, „ალფა ბანკი" რუსულად, რომ ვითომ ოფშორი და რუსული ფული აღრეული იყოს... ყოველი შემთხვევისათვის იქვე კრიმ-ავტორიტეტიც მიაწერეს, კალაძეს ხომ უნდა მოსცხონ, შავი ლაქა დამატებით...
ბოდიში, მაგრამ (კალაძისთვის) ამხელა უზარმაზარი თანხა, მთელი 10 ათასი- „ქეშად" უფრო ადვილი მისაცემი არ იყო?! ვიდრე ბანკები და „ვალაკიტა"?!
უკვე რა პრიმიტივებიც ხართ, ნაცებო-იმ დონეზე დავიდა თქვენი შავი პიარიც...
P.S. არ გეშველებათ არაფერი, მატყუარებო..."