logo_geo
eng_logo
ბასილაშვილის ადვოკატების განცხადება: არ გვაქვს უფლება, გამოძიებისთვის საჭირო მასალები გავამჟღავნოთ, რადგან საქმე არასრუწლოვანს ეხება
- +

26 მაისი. 2020. 14:42

 

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველები განცხადებას ავრცელებენ.

 

 

 

„ბასილაშვილის უფლებადაცვლები ვადასტურებთ, რომ ნიკოლოზის ყოფილი მეუღლის მიერ წაყენებული ბრალდება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ყალბი და სრულიად დაუსაბუთებელია.

 

 

ამ დროისთვის, ჩვენ არ გვაქვს უფლება, გამოძიებისთვის საჭირო მასალები გავამჟღავნოთ, რადგან საქმე არასრუწლოვანს ეხება.

 

 

მიუხედავად ამისა, ჩვენ გვსურს ნიკოლოზ ბასილაშვილის გულშემატკივრები დავარწმუნოთ, რომ სასამართლოში წარდგენილი ვიდეოჩანაწერში მას არასწორი ბრალდებისაგან სრულიად ათავისუფლებს.

 

 

ჩვენ გვჯერა, რომ მოსამართლე წარდგენილ მტკიცებულებებს აღიარებს და ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ბრალდებისგან განთავისუფლდება.

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი 2019 წლის შემდეგ განქორინებულები არიან. მათ 5 წლის შვილი ლუკასი ჰყავთ.

 

 

არასრუწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელის პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრისაგან თავს იკავებს.

 

 

შვილის დაცვის მიზნით, ჩოგბურთელი ყოფილი ცოლის დაუსაბუთებელ ბრალდებებს არ ეხმაურება.

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი დამწუხრებულია იმ ყალბი ბრალდებების გამო, რომელიც რამდენიმე დღეა მისი მისამართით ისმის.

 

 

ბასილაშვილს სურს ფართო საზოგადოებას უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადოს. ის თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს“,- წერია ნიკოლოზ ბასილაშვილის Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner