26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა, მისმა მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლეონიძემ ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტი და გმირთა მემორიალი.
ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა პატივისცემა და მარადიული ხსოვნა თითოეული მოქალაქის ვალია.