საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს დროშებით გაფორმდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული შენობები.
დროშები გადმოიფინა ასევე ბათუმის ბულვარის სიმბოლოდ ქცეულ ისტორიულ კოლონადებზეც.
ერთი დღით კი ბულვარის მოცეკვავე შადრევნებზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება.