logo_geo
eng_logo
თამარ თორაძე დონალდ ტრამპს მიმართავს-„გიორგი რურუა ცივსისხლიანი მკვლელია“
- +

26 მაისი. 2020. 20:58

 

 

 

ამერიკაში მცხოვრები, აშშ-ს მოქალაქე თამარ თორაძე დონალდ ტრამპს, სენატორ ჯიმ რიშს და სენატორ ჯინ შაჰინს მიმართავს- გიორგი რურუა ცივსისხლიანი მკვლელია“

 

როგორც თორაძე სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე“ წერს, გიორგი რურუა არა მედიამფლობელი, არამედ ცივსისხლიანი მკვლელია.

 

გიორგი რურუა არ არის მედიამფლობელი და პოლიტიკური პატიმარი, იგი ცივსისხლიანი მკვლელია“, – წერს თამარ თორაძე.

 

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე თამარ თორაძემ სენატორ ჯიმ რიშს ღია წერილითაც მიმართა, სადაც იგი სენატორს დეტალურად უყვება როგორ ამოხოცეს თორაძეების ოჯახი და აღნიშნავს, რომ პოლიტპატიმრად ნაგულისხმები გიორგი რურუა იმ კრიმინალურ დაჯგუფებას, თბილისში „ბოროტების საძმოდ“ შერაცხული ბანდას მეთაურობდა, რომელაც მისი დედ-მამა და ძმები მოკლა.

 

წერილს ციხიდან გამოეხმაურა გიორგი რურუა. მან მომხდართან კავშირი უარყო და აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების მიერ მართული ცილისწამებაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner