logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ყოველ 26 მაისს მხოლოდ ერთი შეკითხვა მიჩნდება და ისიც უპასუხოდ რჩება...
- +

26 მაისი. 2020. 22:23

 

 

მედია კავშირი „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი მერაბ კოსტავას შესახებ ამაღელვებელ სტატუსს აქვეყნებს:

 

 

ყოველ 26 მაისს მხოლოდ ერთი შეკითხვა მიჩნდება და ისიც უპასუხოდ რჩება:

- ახლა რომ ჩვენთან იყოს, რას იტყოდა მერაბ კოსტავა?

 

ეს სურათი ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ნინო მიქიაშვილმა გადამიღო ზუსტად 5 წლის წინ, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში, როცა მერაბის ქალიშვილმა, თამთა კოსტავამ, თავისი ნახატები გამოფინა და ის ადამიანები მიგვიწვია, ვისთვისაც 80-იანი წლების დამლევს ეს სახლი და მისი ეზო იყო ადგილი, სადაც დაუპატიჟებლადაც მიგვიწევდა გული!

 

ნინო სურათს მიღებს და თან ვსაუბრობთ, ერთმანეთს ვეკითხებით: რას იტყოდა მერაბი?

არ ვიცით. ან, იქნებ, ვხვდებით კიდეც, პირადად ვიცნობდით, მაგრამ სწორედ ამიტომ ვერ ვბედავთ პასუხის გაცემას მერაბის ნაცვლად.

 

ეს სახლი, ეს ეზო, მერაბი და შემდეგ მერაბის ხსოვნა, მერაბის დედა - ოლღა დემურია-კოსტავა... ჩვენს ახალგაზრდობას და, თუ გნებავთ, ბავშვობასაც აქ ვხედავთ, აქ ვგრძნობთ...

 

რა წლები იყო, რა ხალხი იყო, რა საუბრები, რა გული, რა სული...

როგორ მენატრება ის დრო, როგორ მენატრება...

 

ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მაშინ ერთმანეთს არ ვეკითხებოდით: რას იტყოდა მერაბი?

მაშინ ერთმანეთს ვეკითხებოდით: მერაბმა რა თქვა?

ანდა არც ვეკითხებოდით, რადგან ყველას უკვე მოსმენილი გვქონდა, რაც თქვა!

 

გესმის?!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner