რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით, პასუხს ელოდება, ვინაიდან, მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის უქონლობით ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია აღნიშნული.
„საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის მონახულება რუსეთის პროფილური ექსპერტების მიერ, ურთიერთმისაღები პირობებით, ჯერჯერობით, ასევე ვერ ხერხდება. ქართული მხარე ამ დრომდე არ რეაგირებს ჩვენ ნოტაზე, რომელიც 2019 წლის ივნისში გავგზავნეთ თხოვნით, მოგვცეს აუცილებელი განმარტებები შესაძლო ვიზიტის მოდალურობასთან დაკავშირებით. ველოდებით თბილისის ოფიციალურ რეაქციას. ჩვენი შეშფოთების საგანია ის, რომ ვაშინგტონი არ გვიხსნის, რითია დაკავებული უშუალოდ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს. ეს ბუნებრივია, შეუძლებელია არ იყოს ჩვენ მიერ გათვალისწინებული ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ესოდენ მგრძნობიარე ასპექტებზე“ , - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
უწყების განცხადებით, მოსკოვი განაგრძობს ამერიკელი და ქართული მხარეებისგან პასუხების მიღებას ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ.