ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„ჩემი გულითადი მილოცვა სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოსა და ესტონეთს ყოველთვის ახლო ურთიერთობები ჰქონდათ და დარწმუნებული ვარ, ეს ინტენსიურად გაგრძელდება. საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ესტონეთის მხარდაჭერის იმედი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – წერს კერსტი კალიულაიდი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.