logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ისინი ნიჩბით ყრიდნენ ბავშვებს ციხეში
- +

27 მაისი. 2020. 02:59

 

 

ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფრის ფასად, სურს, დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მათ გამოიგონეს ვითომ პოლიტიკურ პარტიებად დაშლის ფენომენი, ვითომ გამოიკვეთნენ ისინი, ვინც არიან მართლები და ამბობენ, რომ იყო შეცდომები, მაგრამ რეფორმები გაატარეს. ვარ რა 8 წელიწადი ერთსა და იმავე თანამდებობაზე, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არ არსებობს არც ერთი წამოწყება, რომელსაც შეიძლება დაარქვა რეფორმა, რომელიც მათ გაატარეს, რადგან ეს იყო სპონტანური წამოწყებები,“ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება.

 

ეს გადაცემა არ ეყოფა იმის ანალიზს, თუ რა გააკეთეს მათ, რითაც თავს იწონებენ.ხშირადაა საუბარი პატრულზე, იუსტიციის სახლებზე... ეს ყველაფერი იყო ზედაპირული წამოწყებები და ამას არანაირი სერიოზულობის კვალი არ ჰქონდა. მათ არ გაუტარებიათ არც ერთი ძირეული საკანონმდებლო რეფორმა. ისინი ნიჩბით ყრიდნენ ბავშვებს ციხეში. როდესაც ხელისუფლება არ ზრუნავს ბავშვზე და მას იმეტებს ციხისთვის, რა თქმა უნდა არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს ხელისუფლება საკნის ფანჯარაში კალაშნიკოვს შეყოფს და პატიმრებს ამოხოცავს. ამაზე რამდენიმე კვირის წინ სტრასბურგის სასამართლომ დარღვევის გადაწყვეტილებაც დაადგინა“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner