logo_geo
eng_logo
თამაზ მოლაშვილი: ოქრუაშვილს რომ შემახვედრონ, ვკითხავდი, რის საფუძველზე მოაწერა ხელი სულხანის დაპატიმრებას
- +

27 მაისი. 2020. 02:13

 

 

ირაკლი ოქრუაშვილმა მოაწერა ხელი სულხანის დაპატიმრების გადაწყვეტილებას. ახლა რომ შემახვედრონ, ვკითხავდი, რის საფუძველზე მოაწერა ხელი ამას? ის ხომ იურისტია, რამე საფუძველი ჰქონდა? - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა განაცხადა.

 

ჩემი ყოველი დილა, საღამო, ღამე არის საშინელება. ახლა ამბობენ, რომ მაშინ შეცდომა დაუშვეს. შეცდომა ისაა, როცა რაღაცას გააფუჭებ და მერე მიხვდები ან მიგახვედრებენ, რომ შეცდი. როდესაც სულხან მოლაშვილმა სტრასბურგში შეიტანა სარჩელი და მათ ამის შესახებ გაიგეს, რა არ გააკეთეს? ჯერ თორნიკეს უთხრეს, რომ თანამდებობაზე დანიშნავდნენ, თუ სულხანი სარჩელს გამოიტანდა. რა თქმა უნდა, თორნიკე არ დაეთანხმა. ამის შემდეგ დასდევდნენ და დააპატიმრეს. ადეიშვილისგან მოვიდა კაცი და თქვა, უთხარით სულხანს, რომ სარჩელი გამოიტანოს და თორნიკეს ახლავე გავათავისუფლებთო. „ვარდების რევოლუციის“ დროს სულხანთან მუშაობდა ერთი ადამიანი - ლევან ბოკერია. გიგა ბოკერიამ ამ ლევანს სულხანთან დასაპატიმრებელთა სია გაატანა და ამ სიაში სულხანიც ეწერა. ქვეყნის პროკურორმა, ირაკლი ოქრუაშვილმა მოაწერა ხელი სულხანის დაპატიმრების გადაწყვეტილებას. ახლა რომ შემახვედრონ, ვკითხავდი, რის საფუძველზე მოაწერა ხელი ამას? ის ხომ იურისტია, რამე საფუძველი ჰქონდა?“ - განაცხადა მოლაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner