გია კრიალაშვილის ვაჟმა, ლაშამ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ მუხროვანის ამბოხის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მამამისი იმ მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა უკრაინიდან და განმარტა როგორ მოხვდა ის მუხუროვანის ბაზაზე.
„უნდოდათ ხალხის დარბევა, რომელზეც ჯარმა უარი თქვა. ჯარს ამის უფლება აქვს, რადგან ხალხს შიდა და გარე მტრისგან იცავს. მოხდა ის, რომ თქვეს იმ ბრძანებაზე: მე ჩემს ხალხს არ დავარბევ, არ გამოვალ, არ გადავკეტავ გზებს და მივცემ იმ თავისუფლებას, რაც უნდა მივცე. ეს დაუმორჩილებლობა იყო, რაც ჯარმა გამოაცხადა და უბრალოდ გია მიეხმარა, გვერდში დაუდგა და მოჰყვა იმას ის, რაც მოჰყვა“, - განაცხადა კრიალაშვილმა.