logo_geo
eng_logo
რუსი ბლოგერი -ცხინვალი,ყველაზე გაპარტახებული დედაქალაქი მსოფლიოში
- +

27 მაისი. 2020. 15:28

 

 

რუსი ბლოგერი  ცხინვალს ესტუმრა და თავისი შთაბეჭდილებები მკითხველებს საკუთარ ბლოგზე ( travelmaniac.ru)  გაუზიარა. რომ არ მცოდნოდა, რომ ეს დედაქალაქია, თუნდაც არაღიარებული ქვეყნის, ვიფიქრებდი რომ რუსეთის ერთ-ერთი დეპრესიული რეგიონის რაიონულ ცენტრში მოვხვდი.მაგრამ არა,ეს მაინც, ასე თუ ისე, დედაქალაქია.

 

 

აქ პრეზიდენტი და მთავრობაა, მინისტრები და ბიზნესმენები ცხოვრობენ. რა თქმა, უნდა ყოველი დედაქალაქისგან სილამაზეს, კეთილმოწყობილ ქუჩებს და ლამაზ არქიტექტურას ელოდები.თუნდაც, ცენტრალურ ქუჩებზე.ეს ყველაფერი თუნდაც ერთ ქუჩაზე  მაინც უნდა იყოს.ცხინვალში ეს ყველაფერი დიდი პრობლემაა.

 

 

ის უფრო სოფელს წააგავს. გასაგებია, რომ რუსეთში ბევრი ქალაქის (არა დედაქალაქის, მაგრამ მაინც) გარეუბნებიც ძალიან ცუდად გამოიყურება, თუმცა, იქ ცენტრთან სიახლოვეში სიტუაციის გაუმჯობესებას, ცენტრში კი აყვავებული,ლამაზი ქალაქის ხილვას იმედოვნებ.

 

 

ცხინვალში ბევრი ძვირადღირებული მანქანაა, რაც აქაურების არც თუ ისე მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე მეტყველებს - რაც წინა 100 კილომეტრისგან და დანარჩენი სამხრეთ ოსეთის სრული გაპარტახებისგან განსხვავდება.

 

 

თუმცა, რამდენიც არ უნდა იარო ცხინვალის ქუჩებში - ირგვლივ სულ საშინელებაა.

 

 

მხოლოდ ცენტრთან ახლოს სურათის გაუმჯობესების მოკრძალებული ნიშნები ჩნდება. თუმცა, ეს ისევ რუსეთის ყრუ პროვინციაში  და არა დედაქალაქში.

 

 

 

თუმცა, დიდხანს არც ეს გრძელდება.

 

 

ცხინვალის ცენტრში ძირითადად ძველი განაშენიანებაა. ის აშკარად ბუნებრივად კვდება. ფასადების გაუმჯობესებაზე და შენობების ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებაზე საერთოდ საუბარიც არაა.შედეგად, სახლების დიდი ნაწილი ინგრევა, ხოლო გასეირნება ქალაქის ცენტრში ბარაკებს შორის სეირნობად იქცევა.

 

 

 

ცხინვალის საცხოვრებელი ფონდი წარმოუდგენლად გაპარტახებულია.

 

 

 

 

 

 

 

ქალაქის დიდი ნაწილი კერძო სექტორია. თუმცა, მაგალითად, ბელორუსიაში, კერძო სახლები სოფლებში უფრო ლამაზი და მოვლილია, ვიდრე ცხინვალში, დედაქალაქში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაუსრულებელი შენობები, მიტოვებული და დანგრეული სახლები, ნამსხვრევები შენობებზე - ჩვეულებრივი ამბავია.მთელს ცხინვალში მხოლოდ ორი ნათელი წერტილია - პირველია - სკვერი ქალაქის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობებთან.

 

 

 

მეორე კი - გზა რუსეთისკენ, ამ არამყუდრო და სევდიანი ქალაქისგან რაც შეიძლება შორს.

 

 

 

წყარო: zen.yandex.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner