„აქამდე იმედი ყოველთვის მქონდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა უკეთესობისკენ, ახლა აღარ მაქვს... აქვე უნდა ვთქვა, რომ ვინც კი მოდიოდა ხელისუფლებაში, ყველას გვერდში ვედექი", - ამ განცხადებას „საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აკეთებს. მისივე თქმით, ასე რომ გაგრძელდეს კიდევ ოთხი წელი, ისეთ ჭაობში ჩავეფლობით, რომ შეიძლება, იქიდან ვეღარც ამოვიდეთ.
„აქამდე იმედი ყოველთვის მქონდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა უკეთესობისკენ, ახლა აღარ მაქვს... აქვე უნდა ვთქვა, რომ ვინც კი მოდიოდა ხელისუფლებაში, ყველას გვერდში ვედექი. სიმართლე უნდა ითქვას, სააკაშვილმა მმართველობის პირველი წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ქვეყანა ფეხზე დააყენა. ქვეყნის განვითარებას ყოველთვის გვერდში ვედექი. დღეს, მითხარით, ვინ არის ისეთი, ვისაც შეიძლება დავუდგე გვერდში?! ასე რომ გაგრძელდეს კიდევ ოთხი წელი, ალბათ, ისეთ ჭაობში ჩავეფლობით, რომ შეიძლება იქიდან ვეღარც ამოვიდეთ", - ამბობს პაატა ბურჭულაძე.