logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მარგველაშვილმა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მანევრირება დაიწყო!
- +

19 ივნისი. 2016. 03:12



ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ  მარგველაშვილზე საკმაოდ ვრცელ მოსაზრებას ავრცელებს:



"სახელმწიფო და მისი ყველა ინსტიტუტი განუყოფელია , მას თუ სცემ პატივს მის ინსტიტუტებსაც ეგრევე უნდა მოექცე ! ეს არის პრინციპული აქსიომა რისი მჯეროდა მუდამ და დღესაც მჯერა ! მაგრამ ... რაც უკვე მიჭირდა როცა ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი თავს პლასტელინად აღიქვამდა, რაც მცხვენოდა როცა უცხოელების წინაშე ბავშურ ჯიბრში ჩაება, რაც ქვეყნის დასაზოგადოების შეურაცხყოფად მივიღე, როცა თავის სექსუალურ ვითომც და თავისუფლებით დაიწყო პოზირება ...

 

დღეს უკვე გასცილდა ყველა მიღებულ ნორმას და წესს ... მან დაიწყო - ნაციონალების მსგავსად - ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მანევრირება! ეს აშკარაა მის მიერ სტრასბურგის სასამართლოს დადგენილების მიმართ გაკეთებულ კომენტარში... ეს ხდება იმ დროს, როცა პრემიერი იმყოფება გერმანიაში და ატარებს შეხვედრებს ევროპაში ყველაზე წონიან ჩვენ პარტნიორთან ... ეს განცხადება არ არის პირველი წესის დარღვევა: სულ ცოტა ხნის წინ, სტრასბურგში მან განაცხადა, რომ საქართველოს არჩევნები საკმაოდ რთულ კონტექსტში ჩატარდებოდა " პრო დასავლურ და სკეპტიკოსებების ძალთა შორის" ( ანუ დაჰყო საქართველო პროდასავლურ და პროვრუსულ ძალების შორის მორიგ სააკაშვილის მოდელზე )...

 

ამასთან ერთად კიდევ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ვითომც დემოკრატიული და უცხოეთზე მორგებული როგორც მერაბიშვილის განთავისუფლების თუ რუსთავი 2 ის მხარდაჭერა (ადამიანისგან რომელსაც არავითარი წვლილი არც ნაციონალურ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში არც "იმედის" დაცვაში არ მიუღია )... კიდევ ვითომცდა უმნიშვნელო პროვოკაციები როგორც მიშველაძის დანიშვნა ან ვანო მაჭავარიანის დაბრუნება .... არა თუ პრეზიდენტობის ყველა წესს და წონასწორობას არღვევს ამითი პრეზიდენტი, არღვევს ასევე ახალ პრემიერთან მიღწეულ " ზვავს" და უკვე აშკარად ირჩევს თავის " გუნდს" ...

 

ამ ნაბიჯებით იგი მიდის ღია პროვოკაციაზე და რეაქციის გამოწვევაზე .. ეს ძალიან საყურადღებოა. რამეთუ კვირიკაშვილმა მისი პოპულარობა მოიპოვა გარკვეულ წილად გაწონასწორებული, დინჯი და სახელმწიფოებრივი ქცევით .... ყველაფერი რაც ეხლა კეთდება, მიზანმიმართულად ემსახურება იმას, რომ პრემიერი წყობიდან რამენაირად გამოიყვანონ , იმისთის რომ ხელახლა გაიხლიჩოს ხელისუფლება და დაიყოს საზოგაოება ... ეს არის ნაციონალურ მოძრაობის ღია სტრატეია მიმართული არეულობისა და დაპირისპირებისკენ ... ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია რომ ქვეყნის პრეზიდენტი თავის ფუნქციას და დადებულ ფიცს პატივს არ სცემს და ამ სტრატეგიაში ებმება, შეგნებით თუ გაზრდილი ამბიციებით დაბრმავებული, ეს კი სულერთია!

 

თუმცა, რაც არ უნდა მიუღებელი და გამაღიზიანებელიც იყოს ასეთი "გამოყენება" დაუმსახურებელ ფუნქციისა, ამ პროვოკაციის ანკესზე არავინ უნდა წამოეგოს !!!! ... .რამეთუ

 

სცენარი სწორედ ამაზეა გათვლილი: ვინმეს ნერვები უმტყუნებს და პრეზიდენტის გადაყენებას მოინდომებს (ხო ხვდებით რა "მოდელირებული 90 იანი წლების" სცენარი მოიფიქრეს !)

 

ამდენად მთავარია სიმშვიდე შენარჩუნდეს თუნდაც იმის ფასად, რომ უვარგისი პრეზიდენტი მაინც მოვითმინოთ .. რა ვქნათ, ისე თუ ასე არჩეული იქნა, და ეს ლოდი უნდა აწი ვიტვირთოთ ... ასე მოითხოვს ქვეყნის ინტერესი ... ხალხი კი ბრძენია და თვითონ შემდეგ გაარჩევს ..." - წერს სალომე ზურაბიშვილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner