logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ყველა ადამიანი, ვისაც ეს საჭიროება ექნება და დასაბუთებული იქნება ეს საჭიროება, დახმარებას მიიღებს
- +

27 მაისი. 2020. 20:52

 

ყველა ადამიანი, რომელსაც ეს საჭიროება ექნება და დასაბუთებული იქნება ეს საჭიროება, ამ დასაბუთებაზე ცალკე ვისაუბრებ, დახმარებას მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

 

 

 

მისივე თქმით, თანხის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება.

 

 

 

არ იყო ეს მარტივი, მაგრამ სისტემა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სააგენტო, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკვე კარგად მუშაობენ ერთმანეთთან. რეალური გაცემები, ფულის მიცემა უკვე ამ კვირიდან დაიწყება და ზუსტად ჩამოვთვლი, რამდენი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებებს, კონკრეტული თანხების რაოდენობით. ჩვენ არასოდეს გაგვიცია დაპირება, რომ ეს იქნებოდა პირველ აპრილს, ან პირველ მაისს, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა 20 მაისის შემდგომ, როგორც ვთქვით, ისე მივყვებით და არ მინდა აქ რაღაც სპეკულაციების კორიდორი დავტოვო,“ - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner