ბრაზილიის მთავრობამ, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე 50 დღით ადრე, რიო დე ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის მიზეზი ქალაქში შექმნილი ფინანსური კრიზისია.
ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მიშელ ტემერი, ქალაქის გუბერნატორს ფინანსურ დახმარებას შეჰპირდა.
რიო დე ჟანეირო საზაფხულო ოლიმპიადის განმავლობაში დაახლოებით 500 000 უცხოელ სტუმარს ელოდება.