logo_geo
eng_logo
თეა გვასალია: გავაკეთებდი ბანკს და გავცემდი კრედიტებს ხუთ-ექვს პროცენტად, როგორც ევროპის ქვეყნებშია
- +

27 მაისი. 2020. 22:29

 

 

ტელეწამყვანი თეა გვასალია სოციალურ ქსელში საქართველოში არსებული საბანკო მდგომარეობის შესახებ წერს, სადაც აღნიშნავს, რომ დაწესებული პროცენტები და რეგულაციები საზოგადოებისთვის მიუღებელია.

 

გახარიას განცხადებას მოვკარი თვალი ფბ-ზე ვალების სუბსიდირების თაობაზე. დიდად არ ჩავძიებივარ, რადგან ბანკის ვალი არ მაქვს, მაგრამ რომ მიმოვიხედე, ჩემს ირგვლივ მგონი ყოველ მეორეს აქვს ბანკიდან აღებული სესხი, რა თქმა უნდა არაადამიანური პროცენტებით.

 

მე რომ ბევრი ფული მქონდეს, აუცილებლად გავაკეთებდი ბანკს და გავცემდი კრედიტებს ხუთ-ექვს პროცენტად, როგორც ევროპის ქვეყნებშია. რამდენი ადამიანი შეძლებდა ბიზნესის წამოწყებას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, სამკურნალოდ წასვლას! რა ვიცი, ევროპულ ბანკებს თავზე გადასდით ამ პროცენტებით მიღებული მოგება და ქართველ ბანკირებს რა მადა აქვთ ასეთი, არაფერი რომ არ ყოფნით!!!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner