იოსებ ჭუმბურიძე საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას მხარდაჭერას უცხადებს.
აქეთ - საქმე, იქით - მცონარობა.
აქეთ - პრემიერი, რომელიც დროდადრო ფრთხილად იქავებდა უძილობისგან დაღლილ თვალებს;
იქით - უსაქმურობით გაქსუებული ოპოზიცია, რომელსაც ენის ქავილი მოსძალებოდა...
***
აქეთ - საქმეზე მოსაუბრე პრემიერი;
იქით - მიშას ნაჩუქარი(ბიუჯეტის ხარჯზე) „ოქროს ძეწკვით" გრძელყელდამშვენებული ბოკუჩავა, რომელსაც სისხლიანი ხელები ელანდებოდა...
***
მარტო ბოკუჩავა რომ იყოს ოპოზიციის პრობლემა, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.
მაგრამ რამდენი თინა და ოთოა პარლამენტში და მით უფრო „გარე ოპოზიციაში?!"
***
და სათქმელი უნდა ითქვას.
უფალმა 183 წლის წინათ ილია გამოგვიგზავნა.
მოგვიკლეს.
81 წლის წინათ - ზვიადი.
მოვაკვლევინეთ.
ეს კაცი, რა თქმა უნდა, არც ილიაა და არც ზვიადი.
მაგრამ ეს კაციც ღვთის წყალობაა დღევანდელი საქართველოსთვის.
***
არ გინდა, იდგე პარლამენტის ტრიბუნასთან და ასე ღირსეულად გაუმკლავდე ბოკუჩავების, გოცირიძეების, ბოკერიების, სამადაშვილების უტიფრობას?!
***
მოკლედ, ღირსეული და საქმიანი კაცია გიორგი გახარია!
მივაფურთხოთ ეშმაკს(შეგიძლიათ, ოპოზიციაც იგულისხმოთ) და თუ სამშობლო ჭეშმარიტად გვიყვარს და მისთვის სიკეთე გვინდა, დავუდგეთ გვერდით.
***
შეხედეთ გახარიას, რომელიც ოთხი თვეა, პანდემიასთან ბრძოლას ხელმძღვანელობს და შეხედეთ ციხიდან გამოსულ უგულავას.
თვალებში შეხედეთ.
ოქრუაშვილს არ შეხედოთ, აზრი არა აქვს... - წერს იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში