logo_geo
eng_logo
ნინო გიორგობიანი: „ფეიკნიუსები“ ძალიან სერიოზული გამოწვევაა, ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ბრძოლა სიმართლისთვის
- +

27 მაისი. 2020. 23:19

 

 

 

სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი გადაცემაში „პრაიმშოუ“ ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ე.წ. ფეიკნიუსების გავრცელება მართლაც სერიოზული გამოწვევაა, მათთან ბრძოლას კი ძალიან დიდი რესურსი სჭირდენა.

 

„ფეიკნიუსებს“ რაც შეეხება ეს მართლაც სერიოზული გამოწვევა არის. ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ბრძოლა სიმართლისთვის. ჩვენი დეპარტამენტი 24 საათიან რეჟიმში არის მობილიზებული.

ხდება ხოლმე, რომ ძალიან დიდ ტყუილს ავრცელებენ, ამას უარვყობთ, მაგრამ მაინც ვრცელდება.

 

ზიგჯერ არის რაღაცა, რაც არ უნდა იკადროს არავინ. როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ყველანი ვიყავით მობილიზებულები. ამ დროს ერთ-ერთი სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამებაში, როდესაც პატრული მივიდა, იქიდან პატრულები გამოყარეს, რაც არ მომხდარა. როდესაც იყო კომუნიკაცია, თუ რატომ გაავრცელეს ტყუილი, გვითხრეს, რომ „წყაროს“ ბრალი იყო.“- განაცხადა ნინო გიორგობიანმა.  

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner