logo_geo
eng_logo
ნინო გიორგობიანი: თუ ჟურნალისტი ინფორმაციას არასწორად გაავრცელებს, შეიძლება საგამოძიებო მოქმედება დაზიანდეს ისე, რომ დამნაშავე ვეღარ დაიჭირო
- +

28 მაისი. 2020. 00:02

 

 

„მეც ჟურნალისტი ვიყავი. კრიმინალზეც მიმუშავია და ვიცი რას ნიშნავს ექსკლუზივი, რას ნიშნავს რომ პირველმა გააშუქო და ეს მოთხოვნები კარგად მაქვს გამჯდარი. როდესაც ჟურნალისტი ჩვენთან რეკავს და აინტერესებს ინფორმაციის გადამოწმება, ძალიან სწრაფ რეჟიმში ვცემთ პასუხს.“- განაცხადა  სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გადაცემაში „პრაიმშოუ“.

 

 გიორგობიანის თქმით, მას შემდეგ, რაც სამინისტროში დაიწყო მუშაობა, ბევრი დეტალი სხვა მხრივ დაინახა.

 

„ამ გადმოსახედიდან რომ ვისაუბროთ, არის სიტუაციები, როდესაც თუ ინფორმაციას არასწორად გაავრცელებს ჟურნალისტი ან არასწორ კომენტარს გააკეთებს, შეიძლება საგამოძიებო მოქმედება დააზიანო ისე, რომ ვეღარ დაიჭირო ქურდი, მკვლელი. ეს არის ის, რასაც სამინისტროდან სხვანაირად შევხედე.“- განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner