სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით მედიასთან მუშაობის წარმატებული და საკმაოდ საინტერესო შემთხვევებიც არსებობს.
გიორგობიანმა ერთ-ერთი მათგანი გაიხსენა.
„არის თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითები. მინდა გავიხსენო ერთი ფაქტი, მაშინაც შსს-ში ვმუშაობდი. ასეთი სიტუაცია იყო, რომ ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში მოკლა პირმა მეორე. ამ გარდაცვლილ ადამიანთან ერთად ჩაიკეტა ჯიხურში და პოლიციას ეუბნებოდა, რომ მას ტელევიზია ჩართული აქვს, ხოლო, თუ მის შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა, იგი თავს მოიკლავდა.
ძალიან კარგი თანამშრომლობის მაგალითი იყო იმ კუთხით, რომ ყველა მედია საშუალებასთან ვიყავით ხაზზე და ავუხსენით სიტუაცია სწორად. ყველა დაგვეთანხმა, დაელოდა სპეცოპერაციას და მხოლოდ დასრულების შემდეგ მოხდა ფაქტის გაშუქება.“- გაბაცხადა გიორგობიანმა.