პრემიერ მინისტრის გამოსვლის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა, რომელსაც ისინი აკეთებდნენ აღმოჩნდა აბსოლუტური აბსურდი, რაშიც დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქართული საზოგადოება, როდესაც პრემიერ მინისტრისგან მოისმინა ძალიან დამაჯერებელი ანგარიში ამ სამი თვის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ.
მან მადლობა გადაუხადა პრემიერს, გაწეული სამუშაოსთვის, ასევე დღეს წარმოდგენილი ანგარიშისთვის, მისი მასტერკლასისთვის, მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მინისტრს, რომელიც ჩართული იყო ყოველდღიურ რეჟიმში კორონავირუსის წინააღმდეგ ბროლაში.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დარბაზში გამოსვლის დროს მექანიკურად გამორჩა განათლების სამინისტრო, რომლის მიმართაც განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა -„განსაკუთრებული მადლობა უნდა ვუთხრა განათლების სამინისტროს, განათლების მინისტრს და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ განათლების სისტემამ რამდენიმე დღეში მოახერხა გადაწყობა ახალ რეალობაზე, მოახერხა დისტანციური სწავლების სისტემის შემოღება და რეალურად კრიზისი აქცია შესაძლრებლობად. ამისთვის განსაკუთრები მადლობა ეკუთვნის განათლების სამინისტროს და განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს“.