სამედიცინო პერსონალს რომელიც განსაკუთრებითაა ჩართული Covid-19-თან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ფინანსური დახმარების და წახალისების რაღაც ელემენტები სჭირდება ამას და აუცილებლად და იქნება განხორცილებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
პრემიერის თქმით, ამის შესახებ მინისტრთან საუბარი უკვე შედგა.